Phone
გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად

სერვისი მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე ამა თუ იმ საჯარო ინსტიტუციაში ელექტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი (საჩივარი და ა.შ.) და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა                                                                        შესაძლებელია მოქალაქის პორტალის www.my.gov.ge გამოყენებით.

ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ინსტიტუციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ვადის ათვლა დაიწება განცხადების რეგისტრაციის მეორე დღიდან.   

საჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა მოქალაქეს შეეძლება მოქალაქის პორტალზე - შესრულებული დავალებებისსექციაში. მომხმარებელს ასევე აქვს საშუალება დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ინსტიტუციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები.

მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოქალაქის პორტალზე. 

თუ გსურთ რეგისტრაცია პორტალზე, გაცნობებთ, რომ მოქმედებს რეგისტრაციის 2 მეთოდი:
•  რეგისტრაცია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ           ფილიალში.
•  ონლაინ რეჟიმში ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით.