ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ბინისთვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება

ბინისთვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: არარსებობს ნუმერაცია; არსებული ნუმერაცია არალოგიკური ან არასწორია და ასევე როდესაც დუბლირებულია მისამართები/ნომრები.

ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილების წესი და პირობები

ბინისთვის ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბინისთვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება 30 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.