Phone
consultation hotline
სტაჟირება

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სააგენტო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

2007 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირება 437-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის 28 თანამშრომელი 2014-2015 წლებში სტაჟირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადიოდა.

სააგენტოში სულ 236 წარმატებული სტაჟიორი  დასაქმდა. მათგან 149 დღემდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, მათ შორისაა 7 ადამიანი, რომელიც 2014-2015 წლებში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდგომ შეირჩა.