Phone
consultation hotline
კორპორაციული კულტურა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კორპორაციული კულტურა უწყვეტი რეფორმებით, განვითარებაზე ორიენტირებულობით, თანამშრომლებზე ზრუნვით, გუნდურობით, სპორტული თუ შიდა აქტივობების  ტრადიციებითაა გამოხატული. 

სააგენტოში ბევრი დეპარტამენტი, სამსახური თუ განყოფილებაა, ამიტომ მათ ერთ გუნდად მუშაობას გარკვეული სტრატეგია სჭირდება: ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრები, ექსკურსიები, სპორტული თუ კორპორაციული ღონისძიებები, ეს ყველაფერი  გუნდის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, საქმის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.  

თანამშრომელთა შორის ეფექტიანი კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებაში გადამწყვეტ როლს სწორედ თანამშრომლები ასრულებენ. მათი მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება თუ წარუმატებლობა. ამიტომ მათ მოტივაციას, ფიზიკური თუ გონებრივი რესურსის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

წლების მანძილზე,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა კოლეგიურად  ხდება. სამსახურის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველა თანამშრომელს აქვს. საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა და იდეების წარდგენა თითოეულ მათგანს შეუძლია.

სააგენტოს კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა შიდა აქტივობები, რომლებიც უკვე ტრადიციადაა ქცეული. სააგენტოს თანამშრომლები ამ ღონისძიებებს საკუთარი ხელფასიდან აფინანსებენ.

 

IMG_4785 1379988_619707904747738_1185359324_n 10609699_801777496540777_1693572970856237678_n  
 რეესტრობა     რთველი   ფეხბურთი  
 10624636_801778876540639_1112327760365578656_n
 10624636_801778876540639_1112327760365578656_n  10624636_801778876540639_1112327760365578656_n  
ჯომარდობა  რა? სად? როდის?  კალათბურთი  
       
8 მარტი