Phone
consultation hotline
როგორ გავხდე ავტორიზებული

ავტორირებული პირის სტატუსის მისღებად საჭიროა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოთ შემდეგ დოკუმენტაცია: 

  • ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერთიფიკაციო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გამოცდის წარმატებით ჩაბარება
  • განცხადება ავტორიზაციასთან დაკავშირებით 
  • ორგანიზაციის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი 
  • ავტორიზაციის საფასურის დამადასტურებელი ქვითარი 
  • ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები
  • კოორდინატები (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო პირი) 
  • ავტორიზებული პირის სტატუსის მისაღებად, საჭიროა უზრუნველყოთ ელექტრონული ანგარიშსწორებაც. ელექტრონული ანგარიშსწორების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ნებისმიერი  ვიზა ბარათით ან სს „საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანია IPAY-სთან გააფორმოთ ხელშეკრულება ელექტრონული გადახდის განხორციელებასთან დაკავშირებით.  

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შეძლებთ გააფორმოთ ავტორიზაციის ხელშეკრულებას უფლებამოსილების დელეგირების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 ტელ.: (55 9 22)  25 15 28  (შიდა: 8016, 8055)

 info@napr.gov.ge

 

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი – TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707427519 (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავალი)

 

გადმოწერეთ პროგრამა VPN CLIENT


თუ გაქვთ  Windows 7 x32

თუ გაქვთ  Windows 7 x64