Geo-cors – სისტემა გამოიყენება საკადასტრო, საველე ტოპო–გეოდეზიური, სასოფლო–სამეურნეო, აერონავიგაციის და სხვა საქმიანობაში. ის საშუალებას გვაძლევს დროის მინიმალურ მონაკვეთში მოვახდინოთ ადგილმდებარეობის კოორდინატების განსაზღვრა. მიღებული შედეგი არის ძალიან ზუსტი და მერყეობს 2 სანტიმეტრის ფარგლებში.
საველეტოპო–გეოდეზიურისამუშაოებისსერვისი – საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე საველე აგეგმვითი სამუშაოების შესრულება.
ზუსტიკოორდინატებისგანსაზღვრისსერვისი – საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე ადგილზე ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა.
ორთოფოტოგეგმების გაცემის სერვისი – სახელმწიფო სტრუქტურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნის საფუძველზე ორთოფოტოების მომზადება და გადაცემა.
ადმინისტრაციულსაზღვრებთანდაკავშირებულიინფორმაციისგაცემისსერვისი – სახელმწიფო სტრუქტურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მითითებული კოორდინატებით ან ნაკვეთების საკადასტრო კოდებით 1:100 000 მასშტაბის მორიგე საცნობარო რუკაზე გრაფიკულად დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით ტერიტორიის ადმინისტრაციული კუთვნილების დადგენა, ფრაგმენტის მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.
გეოდეზიურ–კარტოგრაფიულიფონდიდანმასალებისდამონაცემებისგაცემისსერვისი – სახელმწიფო სტრუქტურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნის საფუძველზე ტოპოგრაფიული რუკების, გეოდეზიური კოორდინატების, აერო და კოსმოსური გადაღების მასალების მომზადება და გაცემა.