ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები - ქართული სახელმწიფოს ისტორიული სწრაფვა, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, გულისხმობს სხვადასხვა სფეროების და დარგების ინტეგრაციას და თავსებადობას ევროპულ სტანდარტებთან. მათ შორისაა გეოგრაფიული მონაცემების სფეროც.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა (INSPIRE დირექტივა), რომელსაც ის წევრ ქვეყნებს უყენებს. ეს მოთხოვნა აღნიშნული სფეროს საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.   

ძველი, სსრკ–ს დროინდელი სტანდარტები  - თანამედროვე, სრულყოფილი სატანდარტების არქონის გამო ხშირ შემთხვევაში დროებით, თანამედროვე სტანდარტების შემუშავებამდე (მიმდინარეობს შემუშავების პროცესი) ძველი, სსრკ–ს დროს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სტანდარტები გამოიყენება.

ახალი, ეროვნული 1:10000 მასშტაბის პირობითი ნიშნების სტანდარტები - 1:10 000 მასშტაბის ციფრული ტოპოგრაფიული რუკის შესაქმნელად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრული ტექნოლოგიური პროცესი შეიმუშავა. შეირჩა და დაკომპლექტდა დაახლოებით 600 პირობითი ნიშანი (სიმბოლო); ყველა მათგანს ინდივიდუალური უნიკალური კოდი მიენიჭა. შეიქმნა ციფრული სტანდარტი Georgia_10 000 „STYLE” – პირველი ქართული კლასიფიკატორი, რომლის საშუალებითაც ციფრული ტოპოგრაფიული რუკის კარტოგრაფიული გაფორმება მოხდება.

სანიველირო ქსელის ნიშნების მოკვლევის სტანდარტები - 2014 წელს სააგენტომ გეოდეზიური საქმიანობის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე - სიმაღლური მოდელის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა სანიველირო ქსელის ნიშნების მოკვლევის ინსტრუქციის შემუშავება.