Phone
ისტორია/რეფორმა

ისტორია

საბჭოთა კავშირის პერიოდში გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველო სტრატეგიული მნიშვნელობის უწყებას წარმოადგენდა. მისი საქმიანობა კი სსრკ–ს მინისტრთა კაბინეტის მიერ რეგულირდებოდა. საქართველოში სამმართველოს დაქვემდებარებაში შედიოდნენ  სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხადველობა, აეროგეოდეზიური საწარმო, კარტოგრაფიული ფაბრიკა, ტოპოგრაფიული ტექნიკუმი (ამიერკავკასიის მასშტაბით) და რამოდენიმე ექსპედიცია, რომლებშიც დასაქმებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 1 300 კაცს შეადგენდა.  90-იანი წლებიდან  ამ სფერომ  განვითარება შეწყვიტა და დასაქმებული მრავალრიცხოვანი კოლექტივიც  9 თანამშრომლამდე შემცირდა. ადამიანური რესურსის გარდა, მწირი იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც.

რეფორმა

2010 წელს  გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ქვეყანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროს განვითარება და გარკვეული პროექტების განხორციელება გარდაუვალ აუცილებლობად იქცა.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის გამოცოცხლება: საერთაშორისო  ორგანიზაციების დახმარებით შემუშავდა   სტრატეგიული გეგმა  და სააგენტომ ახალი პროექტების განხორციელება დაიწყო.