ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

2022 - 2024 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) კერძო,

სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს. კახეთის რეგიონში, კერძოდ,

ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების გარკვეულ არეალებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი შიოშვილის ინიციატივით,

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით,

სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულსა და მერებს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მიზნად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობას ისახავდა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულში (4000-ზე მეტ სოფელში) მიმდინარეობს.

რეფორმის შედეგად ქვეყნის დაახლოებით 1/3 დარეგისტრირდება, უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები შეიქმნება და უძრავი ქონების ბაზარი განვითარდება.

https://slr.napr.gov.ge/schedule?fbclid=IwAR2LfEdsguzIbfJNiYtRFGlA8SqUiueU9DrfmTq06LtQUAuBPnjTRoAdTHk