Phone
consultation hotline
ჩვენ ვზრუნავთ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული უწყებისთვის,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. სააგენტო მუდმივად ცდილობს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანას. მით უმეტეს, რომ რეესტრის თანამშრომლები ყოველთვის გამოხატავენ სურვილს და მზადყოფნას მსგავს პროექტებში ჩასართავად. მათ საკუთარი ხელფასიდან არაერთი საქველმოქმედო აქცია დააფინანსეს.

სააგენტოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები  სხვადასხვა მიმართულებებითაა გამოხატული და მათ სისტემატური ხასიათი აქვთ. უწყების მთავარი პრიორიტეტი თანაბარი შესაძლებლობებისა და არადისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფა, ქველმოქმედება და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. 

დღეს  ეს წარმატებული პროექტები მთლიანად სააგენტოს ათწლიანი ეფექტური მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

საჯარო რეესტრის  ხელმძღვანელობამ  სოციალური პროეტებისთვის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება შეარჩია და ყველა მათგანი ერთი სლოგანის ქვეშ - „ჩვენ ვზრუნავთ“  გააერთიანა. ამ პრიორიტებების შესაბამისად, სხვადასხვა პროექტებს სააგენტო რეგულარულად ახორციელებს.