ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკები საჯაროდ გამოქვეყნდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gori.gov.ge , ვარიანის გამგეობის შენობაში.  

იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით,  მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში.  
 
პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება. კერძოდ:

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთას, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდას, მარაბდას, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, შინდისის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებში

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.

 

გადაწყვეტილება N444180