ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ადგილობრივ მაცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.  

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე  (www.napr.gov.ge/publishing), საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.sagarejo.gov.ge) და პატარძეულის გამგეობის შენობაში. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2021 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე 16:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,   იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანებით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. 

პროექტით  განსაზღვრული სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 19 აპრილს დაიწყო. 

ამ დროისათვის აგეგმვით/აზომვითი სამუშაოები დასრულებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:

  1. უჯარმა, პალდო
  2. კოჭბაანი
  3. უდაბნო
  4. გომბორი
  5. ხაშმი, წალმიანი
  6. პატარძეული
  7. მანავი
  8. თოხლიაური
  9. ჩაილური
  10. კაკაბეთი

საველე სამუშაოები გრძელდება ყვარლის მუნიციპალიტეტში, გრემის, ენისელისა და ჭიკაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. საჯაროდ გაცნობისთვის გამოქვეყნება დასრულებულია  უჯარმის, კოჭბაანის, უდაბნოსა და გომბორის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მიმდინარეობს  რეგისტრაციის პროცესი.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.