ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყანდაურისა და ბადიაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყანდაურისა და ბადიაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
 
ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 11 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
 
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.sagarejo.gov.ge, ყანდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში საგარეჯოს მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში.
 
იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 11 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.
 
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №1085 განკარგულებით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.
 
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 19 იანვარს დაიწყო.
 
ამ დროისათვის აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები დასრულებულია აღნიშნული განკარგულებით შერჩეულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში:
 
1. ნინოწმინდა
2. წყაროსთავი
3. გიორგიწმინდა
4. ქალაქი საგარეჯო
5. შიბლიანი
6. ყანდაურა
7. იორმუღანლო
8. ლამბალო
9. თულარი
10. დუზაგრამა
 
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება-ანალიზი, ნაკვეთების რეგისტრაცია) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.
 
 
გადაწყვეტილება N365153