Phone
ელექტრონული კანცელარია

ელექტრონული კანცელარიის დახმარებით, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად, ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადება და შესაბამისი პასუხი ელექტრონულადვე მიიღოს, მოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია რეესტრში დაცული მონაცემების შესახებ, საკადასტრო რუკის თუ ორთოფოტოს მომზადება და ასლების მიღება. ამას გარდა, პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ და მიიღონ მათ მიერ სააგენტოს კანცელარიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.