ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სამეურნეო სამსახურის უფროსი

გიორგი სუთიძე

გიორგი სუთიძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე  2021 წლის 21 სექტემბრიდან დაინიშნა. 2021 წლის 2 აგვისტოდან  სამეურნეო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

მან 2013 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. 2013 - 2016 წლებში ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ასევე გავლილი აქვს პროექტების მართვის სასწავლო კურსი.

გიორგი სუთიძის სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში საქმიანობას მოიცავს. იგი სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ საცალო გაყიდვების მენეჯერად, სარეკლამო კომპანია „Betterfly“-ის ლუდსახარში „ნატახტარის“ პროექტის მენეჯერად მუშაობდა. 2016 წლის ივლისიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურში მუშაობა დაიწყო, 2019 წლის აპრილიდან კი სამეურნეო სამსახურში მუშაობს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.