ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.


19 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით ადგილობრივ მაცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილი ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://napr.gov.ge/publishing?sx=&sg=&pn=&zn=68&sq=15&bl=  ან რუისის საზოგადოებრივ ცენტრში ყოველ დღე 10 საათიდან 18 საათამდე.


იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2021 წლის 19 თებერვლიდან 19 მარტის 16:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე ან მითითებული ბმულის საშუალებით ონლაინ შეავსოთ განაცხადი. ამ დროის შემდეგ მონაცემების შესწორება შეუძლებელი იქნება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება. კერძოდ: 

✓ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთას, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდას, მარაბდას, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
✓ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
✓ გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, შინდისის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
✓ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.