ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
შეხვედრა “ევროგეოგრაფიკსის” გენერალურ მდივანთან
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი საერთაშორისო ასოციაცია “ევროგეოგრაფიკსის” ახალ გენერალურ მდივანსა და აღმასრულებელ დირექტორს ლეა ბოდოსიანს შეხვდა.
 
ონლაინ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა საქართველოში სივრცითი მონაცემების წარმოების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
ნათია ჩირიკაშვილმა საქართველოში სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის, საკადასტრო და სამისამართო სისტემების განვითარების მიმართულებით “ევროგეოგრაფიკსთან” თანამშრომლობის მნიშვნელობზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, რომ ეს პარტნიორობა საჯარო რეესტრს მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება და ექსპერტული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს. საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ იმ საკანონმდებლო რეფორმებზეც ისაუბრა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წელს განხორციელდა და რომელმაც კიდევ უფრო გაამარტივა მიწის რეგისტრაციის პროცედურები. ამასთანავე, რეფორმის შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებით დაფარვა მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე, 43%–დან 67%–მდე გაიზარდა, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა.
 
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს “ევროგეოგრაფიკსთან” 10 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. საერთაშორისო ასოციაცია მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე, პოტენციური დონორებისა და იმ წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან დაკავშირებას , რომელთაც გეოსივრიცითი ინფორმაციის სფეროში დახმარება სჭირდებათ.
 
ასოციაციის მიერ წარმოებულ პროდუქტებში, მაგალითად, ევროპის გლობალური რუკაზე (EuroGlobalMap (EGM)) და ევროპის რეგიონული რუკაზე (EuroRegionalMap (ERM ) საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული სივრცითი მონაცემებია ასახული, ეს კი არაერთი კომპეტენტური უწყებისთვის, მათ შორის, ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, საქართველოს შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ, სანდო წყაროს წარმოადგენს.