ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა
საჯარო რეესტრის ქონების ცენტრალიზებული დეპარტამენტის 2020 წლის 4 ნოემბრის N429856 გადაწყვეტილების საფუძველზე  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში  მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. 4 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარისა და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებშიქვემო სამგორის სარწყავი არხების მიმდნებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს 
მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში გაეცნონ.
 
საკადასტრო რუკების სანახავად იხ. ბმული:
 
· ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულების რუკები : https://drive.google.com/drive/folders/1CkSCFwTPoFjwFBK9lDjIeVL-QoWi_uJI 
 
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2020 წლის 4 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:  
 
·        ნინოწმინდასა და წყაროსთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შენობა-სოფელი ნინოწმინდა;
·        გიორგიწმინდას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შენობა-სოფელი გიორგიწმინდა;
·        საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია (ქ. საგარეჯო, აღმაშენებლის ქ.N9)
·        იორმუღანლოს საზოგადოებრივი ცენტრი-სოფელი იორმუღანლო
 
ან ეწვიოთ ბმულს : https://napr.gov.ge/publishing
 
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება . დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის საჯარო გამოცხადების კოორდინატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე : + (995 32) 2 405 405.
შეგახსენებთ , რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთი  დასახლებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N1085 განკარგულების საფუძველზე,    მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცის განსახორციელებლად შეირჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით   სისტემური რეგისტრაციის პროექტი კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის  28 ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებს. კერძოდ:
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთას, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდას, მარაბდას, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებში.