ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის საველე აზომვითი სამუშაოები დასრულდა
 
მიწის სისტემური რეგისტრაცის რეფორმის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოსა და ხვანჭკარას ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ არეალებზე საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, დაინტერესებული პირების მითითების საფუძველზე, მთლიანობაში აზომეს 2410 მიწის ნაკვეთი, აქედან 839 ჭრებალოში, ხოლო 1571 ხვანჭკარაში. 
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საველე სამუშაოები 9 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
 
საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის პირველ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადმინისტრაციულ შენობებში სპეციალური სივრცეები მოეწყო, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები მიწის ნაკვეთების, უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და უფლებამოსილი პირების შესახებ საარქივო მონაცემებს ეცნობოდნენ და განაცხადებს ავსებდნენ, ასევე ადგილზე იღებნდნენ სარეგისტრაციო საკითხებზე სამართლებრივ კონსულტაციას.