ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
 
ცირა პატარაია
 
ცირა პატარაია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობას 2019 წლის სექტემბრიდან ასრულებს.   
ცირა პატარაიას წარჩინებით აქვს  დაამთავრებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი–ბაკალავრიატი. 2006 წელს მიენიჭა  ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 
 
სხვადასხვა დროს მუშაობდა  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციისა და ლიცენზირების სამსახურში  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ექსპერტად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში სპეციალისტად, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს  მთაწმინდა- კრწანისის რაიონული განყოფილებაში სპეციალისტად.   2009–2014 წლებში მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა „აკადემიური წერისა“  და „კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის“ სალექციო კურსებსროგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.  2005–წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობდა,  ხოლო 2006–2009 წლებში ამავე სამსახურის უფროსის   მოადგილედ.  
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი შემდეგი კურსები: „PR სტრატეგია და მართვა“   (PR აკადემია, 2019),    სოციალური მედია მარკეტინგი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2017),  სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის  (Transitions Online, 2013),   მედია სპიკერების ტრენინგი (იუსტიციის სასწავლო ცენტრი, 2012), „კომუნიკაციის ძირითადი საშუალებები“  (USAID_Public Administration Reform, GEPRA,  2009), ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმარება (კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი CTC, 2009)“საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული დაგეგმვა” (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT-PR , Public Relations Society of America (PRSA), 2006); გავლილი აქვს მედიატორთა გადასამზადებელი კურსი „მედიაციის ცენტრი–საქართველოსა"  და Partners Polska–ს ორგანიზებით.
 
სხვადასხვა დროს, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები აკადემიურ ჟურნალებში. მათ შორის,  Property in Georgia  (International Researchers, 2013), „საქართველო ინვესტორებისთვის - საკუთრების უფლების დაცულობა და ქონების რეგისტრაცია“ (გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული N2,2012), ფემინურობა მასკულინობის თანამედროვე სტერეოტიპის კვლევა (თსუ–ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, N7,2004) და სხვ.  
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.