ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ვებგვერდს ახალი საინფორმაციო ფანჯარა „საჯაროდ გამოცხადება“ დაემატა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს ახალი საინფორმაციო ფანჯარა „საჯაროდ გამოცხადება“ დაემატა.

ცნობებს სააგენტოს წარმოებაში არსებულ საქმეებთან და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ამიერიდან მხარეები ვებგვერდის საშუალებითაც გაეცნობიან.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს საჯარო რეესტრის მიერ მისაღები გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება, მიმდინარე საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრი აქამდე მხოლოდ საფოსტო გზავნილებს უგზავნიდა. ვებგვერდის ახალი საინფორმაციო ფანჯარა კი საქმის წარმოების განხილვის პროცესში მხარების მოწვევას კიდევ უფრო გააიოლებს და მათ დროულ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

საპროცესო მოქმედებებში მხარეების ჩართულობისთვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების საჯაროდ გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ზეპირი მოსმენებში, ადგილზე დათვალიერებაში თუ სხვა საპროცესო მოქმედებებში, საჯაროდ გაცნობიდან განსაზღვრულ ვადაში წერილობითი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოადგინონ და ა.შ. საქმის განხილვის პროცესში მხარეების ჩართულობა კი, თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმეზე სამართლიანი და სრულყოფილი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას ქმნის.

„საჯაროდ გამოცხადების“ საინფორმაციო ფანჯარა განთავსებულია ბმულზე: https://napr.gov.ge/disputes