ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის მომსახურების მიღება ელექტრონული ფოსტითაც არის შესაძლებელი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისტანციური სერვისების ნაწილის მიღება ელექტრონული ფოსტითაც არის შესაძლებლელი.  საჯარო რეესტრის ოფიციალურ ელფოსტაზე: info@napr.gov.ge  მოთხოვნის გაგზავნით  დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის  30–მდე ელექტრონული სერვისია ხელმისაწვდომი. 

რომელი მომსახურება გაიცემა  ელექტრონული ფოსტით?

  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია
  • მიწის ნაკვეთის ცვლილების სპორადული რეგისტრაცია
  • უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება
  • მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მომზადება
  • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება
  • მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება
  • საკადასტრო გეგმის მომზადება
  • საკადასტრო რუკის მომზადება, ელექტრონული ვერსია
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება
  • მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება
  • მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება
  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება
  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება
  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება
  • არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება
  • ორთოფოტოს გაცემა, ელექტრონული ვერსია
  • საჯარო რეესტრის არქივში და ტექბიუროს არქივში დაცული დოკუმენტაციის სკანირებული დოკუმენტაციის დედანში გაცნობა
  • მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობისთვის ნომრის მინიჭება
  • ბინისთვის/ფართისთვის ნომრის მინიჭება
  • მისამართის დაზუსტება/ცვლილება
  • რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება
  • ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა
  • ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია
  • ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივ შეზღუდვაში ცვლილების რეგისტრაცია
  • ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია
  • მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია

 

გაითვალისწინეთ:

  • ელექტრონული ფოსტით სერვისის მიღებისას დაასახელეთ რომელი მომსახურების მიღება გსურთ და   მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, მისამართი).
  • წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან,
  • წარმოდგენილი დოკუმენტების ფოტოასლები შესრულებული უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ შესაძლებელი იყოს მათი  წაკითხვა.
  • დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი,  მის წარმდგენ პირს ეკისრება.
  • დოკუმენტების დედნები სავალდებულოა წარმოადგინოთ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, 30 კალენდარული დღის ვადაში. 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოასლთან ერთად,  ყოველ კონკრეტულ მომსახურებაზე კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ფოტოასლები უნდა იქნას თანდართული. რაც აუცილებელია სარეგისტრაციო წარმოების განსახორციელებლად.  

მაგალითად: 

თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან/და მასში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვთ,  გამოაგზავნეთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის ფოტოასლი, ასევე ნახაზის ციფრული ვერსია; საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლი  და რეგისტრაციისთვის საჭირო  ხელთ არსებული, სხვა დოკუმენტ(ებ)ის ფოტოასლ(ებ)ი. 

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაციის  მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოთ სარეგისტრაციო დოკუმენტის (სასამართლოს/არბიტრაჟის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს აქტი)  და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლები.

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლისთვის  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლთან ერთად ელექტრონული შეტყობინება საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის დასაბუთებასაც უნდა უნდა შეიცავდეს. 

დეტალურად, იხილეთ ბრძანება    (2020 წლის 15 აპრილის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“  ბრძანება №521-ის მესამე მუხლი) 

ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  დისტანციურად უკვე საჯარო რეესტრის 150-მდე მომსახურება   არის ხელმისაწვდომი.  ელფოსტით სერვისების მიღების შესაძლებლობა განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, რადგან არ აქვთ შესაბამისი წამკითხველი მოწყობილობა.