ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართულ მოდელს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების სფეროში განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო. 

უზბეკეთის მიწის რესურსების, გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის თანამშრომლები შეხვდნენ  და სტუმრებს უძრავი ქონების გამარტივებულ სარეგისტრაციო პროცედურებზე, ელექტრონულ სერვისებსა და  ინფორმაციის ბლოკჩეინის სისტემაში ასახვის  პროექტზე მიაწოდეს ინფორმაცია.   

ვიზიტის ფარგლებში , დელეგაციის წევრებისთვის  საჯარო რეესტრის არქივის სამსახურში საინფორმაციო ტურიც მოეწყო,   სადაც სტუმრები დოკუმენტების დიგიტალიზაციის, არქივირებისა  და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს  ადგილზე გაეცნენ.