ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
3D კადასტრისა და შენობების ვიზუალიზაციასთან დაკავშირებით,შვედეთში სასწავლო ტური გაიმართა

"თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღწერის და ელექტრონული ბაზის ფორმირებისპროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის მიზანი 3D კადასტრის და შენობების 3D ვიზუალიზაციასთან, Smart Build გარემოს, 3D დემო და გის პროგრამებთან და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შვედეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ქალაქ სტოკჰოლმის არსებულ და წარმოსახვით 3D მოდელს, ასევე ქალაქის .. smart city ციფრულ გენერალურ გეგმას გაეცნენ.ასევე, შეხვედრები გაიმართა შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოში (Lantmateriet), კომპანია ESRI შვედეთის (S-group-ის წევრი) ოფისში, ქალაქ იავლეს უნივერსიტეტში; ასევე შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის, BIM Alliance Sweden და Sweco-, ასევე, სხვადასხვა კერძო კომპანიის (Hammarby sjöstad და Agima) წარმომადგენლებთან. 

სწავლება შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის "მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.