ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია და უწყების საქმიანობასა და წარმატებულ პროექტებს გაეცნო. საერთაშორისო ორგანიზაციებთან  ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა  სტუმრებს   მიწის რეგისტრაციისა და ბიზნესრეესტრის ქართულ მოდელზე,  გამარტივებულ სარეგისტრაციო პროცედურებზე, ელექტრონულ სერვისებსა და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაზე მიაწოდა ინფორმაცია.   

დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ სივრცითი მონაცემების დამუშავების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს, ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ასახვის პროექტს და  საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვან პროექტებს. 

ტაჯიკეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას ტაჯიკეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა. ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა.