ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სივრცითი ინფორმაციის საკითხებზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე მოისმინეს

გეოგრაფიული ინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის (IGIF) მართვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მოხსენება მოისმინეს.  სივრცითი ინფორმაციის სამსახურის უფროსმა მარიკა აბულაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში  სივრცითი  ინფრასტრუქტურისა  და გეოინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.    

საერთაშორისო კონფერენცია ქალაქ მინსკში,  გაეროს სტატისტიკის სამსახურის, გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის და ბელორუსიის სტატისტიკის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და ყირგიზეთის შესაბამისი უწყებების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემის განვითარებაზე მომუშავე  ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას,   საერთაშორისო მხარდაჭერას და მომავალ სამოქმედო გეგმებზე მუშაობას ისახავდა მიზნად.