ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა და უწყების მიერ განხორციელებულ  წარმატებულ რეფორმებს გაეცნო. 

საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სტუმრებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  2016 წლის აგვისტოდან წარმატებით ახორციელებს.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გამარტივებული პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა საჯარო უწყების მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) თემის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ეცნობიან.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის, ეკონომიკისა და მრეწველობის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, ასევე სტატისტიკის კომიტეტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროკურატურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და  მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.