ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ტრენერებმა გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები გადაამზადეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოინფორმაციული სისტემების ექსპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლების ტრენინგის პირველი ეტაპი დაასრულეს. გეოინფორმაციული სისტემის პროგრამული პროდუქტის სწავლების მიზნით, საჯარო რეესტრის ექსპერტებმა თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პირველ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის 44 თანაშრომელი გადაამზადეს 21 მუნიციპალიტეტიდან. ArcGIS 10 პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო კურსი როგორც თეორიულ საკითხებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. 

მუნიციპალიტეტებში გეოინფორმაციული კომპონენტის დანერგვისა და განვითარების მიზნით, გეოინფორმაციული სისტემის პროგრამული პროდუქტის ტრენინგებში თვითმმართველობის თანამშრომლები ყველა მუნიციპალიტეტიდან ეტაპობრივად მიიღებენ მონაწილეობას. ტრენინგების ციკლი რეფორმის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება 2019 - 2021 წწ."  ფარგლებში ხორციელდება. რეფორმის მიზანი ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის დანერგვა და ბიზნეს-პროცესების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ერთიანი ონლაინ პლატფორმის  შექმნაა.