ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. https://matsne.gov.ge/document/view/4585941?publication=0 

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას შესაბამისი განაცხადის და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ახორციელებს.

რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია; დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, სანოტარო მედიაცია. 

მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ დროისთვის უკვე წარმატებით დარეგისტრირებულია 678 ათასზე მეტი განაცხადი.