ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიწის მდგრადი მართვის საკითხებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შვედ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში პროექტის  „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“  წარმომადგენლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე,  მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია და საჯარო რეესტრის თანაშრომლები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიწის ადმინისტრირების ოთხი მოდელი განიხილეს: ტრადიციული, სერვისის გაცემაზე ორიენტირებული, განაწილებული და პლატფორმის სახით და ამ ჭრილში საქართველოს ამჟამინდელ პოზიციაზე იმსჯელეს. 

მხარეებმა  გაეროს ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის  (UNECE WPLA)  რეკომენდაციებიც წარმოადგინეს, საქართველოში მიწის ადმინისტრირების სფეროში არსებულ საჭიროებებზე და სტრატეგიული განვითარების მიმართულებაზე იმსჯელეს.   

საუბარი შეეხო, ასევე, უძრავი ქონების საზღვრების დადგენისა და გაუმჯობესებისათვის ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების  მნიშვნელობას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საკუთრების დამადასტურებელი ქაღალდის დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის, მომხმარებელთა მომსახურების ტექნიკური მხარდაჭერისა და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრა პროექტის  "მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“  ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო   შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსთან  (Lantmäteriet)  თანამშრომლობით ახორციელებს.  პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება და მისი მიზანი ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინფორმაციისა და  სერვისების  სანდოობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.