ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საკუთრების აღიარების კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში,  საპილოტო არეალების საკუთრების აღიარების კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საკუთრების რეგისტრაციის კუთხით საპილოტო არეალებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესში აღიარების კომისიის ჩართულობის ხელშემწყობ ღონისძიებებზე იმსჯელეს. 

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით დევიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე  კონკრეტული დასახლების მაგალითებზე დაყრდნობით, ის აქტუალური საკითხები  განიხილეს, რომლებიც  საპილოტო პროექტის წინაშე დგას. 

„ასევე,  ვიმსჯელეთ ამ საკითხების გადაწყვეტის გზებზე,  რაც შესაძლებელს გახდის  პირველადი რეგისტრაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით დასრულდეს.  იმისთვის, რომ უფრო დაჩქარდეს და ხელშესახები გახდეს ის წარმატებული შედეგები, რაც პროექტს აქვს, მუნიციპალიტეტების წარმომადგნელების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" -განაცხადა დავით დევიძემ.

საპილოტო არეალების თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაში   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, პროექტის სამუშაო ჯგუფი და  საჯარო რეესტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის ფარგლებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები.  პროექტი 2017 წლის ივლისიდან დაიწყო და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება. ესენია: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი), ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი),არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).