ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის   დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი  სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გაცნობა იყო.

სომხეთის პარლამენტის, ასევე ქალაქ ერევნის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს პროექტების  მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა  საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის  პროექტი გააცნო.  მან უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ასახვის  მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, პროექტის შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს, ასევე, გააცნო ის რეფორმები,  რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business”  საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.  პრეზენტაცია შეეხო ელექტრონულ სერვისებს, ქონებისა და ბიზნესის გამარტივებულ სარეგისტრაციო პროცედურებს,  ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.