ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში მილიონ ნახევარზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. საჯარო რეესტრიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება.  ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების  წაშლა,  შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. 

საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც  უძრავი ქონების რეგისტრაციისას  ბლოკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიას  იყენებს.  საჯარო რეესტრის  ბლოკჩეინის პროექტი 2017 წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდა  და დღემდე  მისით არაერთი საერთაშორისო გავლენიანი მედია საშუალება თუ უცხო ქვეყნის დელეგაცია  ინტერესდება .   

ბლოკჩეინის საშუალებით სარეგისტრაციო ტრანზაქციები მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და კიდევ უფრო მეტად დაცული გახდა.