ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტები იმყოფებიან

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტები იმყოფებიან. ანდერს ოსტმანი, ლენარტ იოჰანსონი და ინგერ პერსონი  საჯარო რეესტრის კადასტრის უზრუნველყოფის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის,  სივრცითი ინფორმაციისა და სამისამართო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო რეესტრის გეომონაცემთა მართვის სისტემის-სტრატეგიის (GDMS – GeoData Manegement System) შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 

შვედი  ექსპერტები ქართველ კოლეგებს გეოგრაფიული პროდუქტების ტექნიკური სპეციფიკაციების (DPS - Data product specifications) შემუშავების მიმართულებითაც  გაუწევენ კონსულტაციას, რაც გეომონაცემების  სტანდარტიზაციას და გეომონაცემების წარმოებასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. 

ვიზიტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება.