ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
რეესტრელი „მოხეტიალე წიგნები“

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში წიგნირების დონის ამაღლების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით არსებულ ინიციატივებში ჩართვა. უწყება სიამოვნებით შეუერთდა ახალ ქართულ წამოწყებას „მოხეტიალე წიგნები“, რომელიც ხელიდან ხელში, მკითხველიდან მკითხველამდე წიგნების სამოგზაუროდ გაშვებას გულისხმობს.  

სააგენტოს თანამშრომლებმა სახეტიალოდ თომას მანის, ედგარ პოს, სომერსეტ მოემის, რეი ბრედბერის, მიხაილ ბულგაკოვის, ონორე დე ბალზაკის მოთხრობების კრებულები, ალექსანდრე დიუმას „კავკასია“, აკა მორჩილაძის „ჩემი თავგადასავალი“ და ლადო გუდიაშვილი ილუსტრაციებით გაფორმებული ქართული ხალხური ზღაპრები გაუშვეს.