ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე

სააგენტო  ყოველდღიურად ნარჩენი ქაღალდის დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს, რომელიც, ნაგვის ყუთებში ჩაყრის ნაცვლად, ახალი პროდუქციის წარმოებისთვის შეიძლება მეორადად გადამუშავდეს. ამ მიზნით, 2013 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩართულია გაზეთ „კვირის პალიტრის“ აქციაში „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!“  

აქციის ფარგლებში, სააგენტო გამოყენებულ და უსარგებლო ქაღალდის ნარჩენებს ნაგვის ყუთის ნაცვლად, სპეციალურ „მწვანე ყუთში“ ათავსებს. შეგროვილი ნარჩენი ქაღალდი  გადასამუშავებლად გაზეთ „კვირის პალიტრის“ პროექტს „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!“ გადაეცემა. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე, ქაღალდის წონის შესაბამისად,  ქულები – ე.წ. ”ნერგები“( 5 კგ = 1 ნერგს) ირიცხება. 

ბარათზე დარიცხულ ქულებს სააგენტომ „პალიტრა მედიის“ ახალ წიგნებში ცვლის და პერიოდულად სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და თანამშრომელთა შვილებს უსასყიდლოდ გადასცემს. ქველმოქმედებასთან ერთად აქციის მიზანი ბუნების დაცვაზე ზრუნვა, თანამშრომლებს შორის მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დანერგვაა.