Phone
consultation hotline
ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - “ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა.
აქციაში, რომელშიც 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ასიაათასობით ადამიანია ჩართული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც გაერთიანდნენ. საქველმოქმედო გარბენი ზურგის ტვინდაზიანებული 3 მილიონზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება. მონაწილეების დარეგისტრირების შედეგად შეგროვილი თანხა მთლიანად არაკომერციულ ფონდს - Wings for Life Spinal Cord Research Foundation ერიცხება. ფონდი მსოფლიოს მასშტაბით ზურგის ტვინდაზიანებული პაციენტების კვლევასა და მკურნალობას აფინანსებს.
საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს შორის ჯილდო „ყველაზე ორგანიზებული და მოტივირებული უწყება“ სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა