ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ვებ-დეველოპერი

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო კრედიტი შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისთვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით. 

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) (50 მილიონი აშშ დოლარი) შედგება სამი კომპონენტისგან: 1. ირიგაციის და დრენაჟის განვითარების კომპონენტი (45.65 მილიონი აშშ დოლარი); 2. მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი (2.25 მილიონი აშშ დოლარი) და 3. პროექტის მართვა (2.1 მილიონი აშშ დოლარი). პირველი და მესამე კომპონენტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, პროექტის დაგეგმვისა და მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით (PPMD). მეორე კომპონენტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სააგენტო) მეშვეობით. 

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება (i) მიწის რეგისტრაციის პროგრამის საპილოტე ფაზის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სახელმძღვანელო პრინციპების შემშავება; (ii) საპილოტე პროექტის ფარგლებში სერჩეულ ფართობებზე მიწის რეგისტრაცია სტარტეგიის და სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაშ გამოცდის და შემოწმების მიზნით და (iii) მიწის რეგისტრაციის მონიტორინგის და მისი ზემოქმედების შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება. 

სააგენტოს განზრახული აქვს 1 (ერთი) კვალიფიციური ვებ-დეველოპერის დაქირავება ILMDP პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში. 

სამუშაოთა აღწერილობა და ფუნქციები 

ვებ დეველოპერი მოვალეა:
** შექმნას კარგად დაპროექტებული, ტესტირებადი ეფექტიანი პროგრამირების ენა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მოწინავე მეთოდების და გამოცდილების საფუძველზე;
** მოამზადოს ვებ პროტოტიპების მოდელები, ფიზიკური, ინტერფეისის, ლოგიკური ან მონაცემთა მოდელების ჩათვლით;
** განახორციელოს სხვადასხვა სერვერებიდან და მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ინტეგრაცია;
** გამოიყენოს მოწინავე ტექნიკური პრაქტიკა, როგორიცაა კოდის რეორგანიზაცია, უწყვეტი ინტეგრაცია და ტესტირების ავტომატიციზაცია;
** უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიაგნოსტიკური მხარდაჭერა და დეფექტების აღმოფხვრა;
** დოკუმენტურად აღნუსხოს პროგრამირების ენის კოდი, რომ სხვა დეველოპერებმა შესძლონ მისი გაგება და მასში თავისი წვლილის შეტანა;
** შეეძლოს სხვადასხვა პროექტებზე/ამოცანებზე მუშაობა, ამოცანების პრიორიტიზაცია და ორგანიზება შრომის ნაყოფიერების მაქსიმალურად ზრდის და სამუშაოს მაღალხარისხიანად და დროულად შესრულების მიზნით;
** უზრუნველყოს ინტერნეტ პორტალის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში;
** უზრუნველყოს მონაცემთა ეფექტიანი ანალიზის ინსტრუმენტები, მათ შორის ინტერნეტ პორტალის ყველაზე ხშირად მონახულებული ფუნქციები და მცირე ვირტუალური გვერდები;
** შეიმუშაოს რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. 

ანგარიშგება

ვებ დეველოპერი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის კომპონენტის მენეჯერის წინაშე და იმუშავებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსის უშუალო ხელმძღვანელობით. 

დავალების ხანგრძლივობა

ტექნიკური დავალება მოიცავს არასრულ განაკვეთს. შერჩეულ კონსულტანტთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება 1 თვიანი გამოსაცდელი ვადით. 

კვალიფიკაცია

** ვებ დეველოპერს უნდა ჰქონდეს შემდეგი კვალიფიკაცია და გამოცდილება: 
** საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტებში ვებ დეველოპერად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** მომხმარებლის ინტერფეისის, კროსბრაუზერული შეთავსებადობის, ინტერნეტის ზოგადი ფუნქციების და სტანდარტების ღრმა ცოდნა;
** ვებ აპლიკაციების და პროგრამირების ენების (HTML, CSS, JavaScript, JQuery) ღრმა ცოდნა და მათთნა მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ვებ გვერდების დაპროგრამების ენის (PHP) და რელაციური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის (MySQL) საფუძვლიანი ცოდნა;
** Zend Framework, Symfony და Laravel 5აპლიკაციების პლატფორმების (ფრეიმვორკების) ცოდნა;
** წარმოდგენის მდგომარეობის გადმოცემის (RESTful) ინტერნეტ მომსახურების საფუძვლიანი ცოდნა;
** Git ვერსიების კონტროლის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია OpenLayers ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება. 

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის ჩინებული უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებში მაღალი კვალიფიკაციის სწრაფად შეძენის უნარი.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა გაითვალისწინონ მსოფლიო ბანკის 2011 წლის იანვრის, 2014 წლის ივლისში განახლებული "მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ კონსულტანტების შერჩევის და დაქირავების (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების და გრანტების ფარგლებში) სახელმძღვანელო პრინციპების" ("კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები") 1.9 პარაგრაფი, რომელშიც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე. 
კონსულტანტი შეირჩევა ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რომელიც "კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპებშია" წარმოდგენილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: lmd@napr.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ გამოცხადებული პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

http://jobs.ge/179366/

 

Web Developer

Georgia has received Credit from the World Bank (WB) in order to improve delivery of irrigation and drainage services in selected areas and to develop improved policies and procedures as a basis for national program of land registration. 

The Irrigation and Land Market Development Project (ILMDP) (US$50 million) consists of the three components: Component 1 Irrigation and Drainage Improvement (US$45.65 million) Component 2 Land Market Development (US$2.25 million) and Component 3 Project Management (US$2.1 million). Components 1&3 are implementing by the Ministry of Agriculture (MOA) through the Project Planning and Monitoring Division (PPMD). Component 2 is implementing by the Ministry of Justice (MOJ) through the National Agency of Public Registry (NAPR).
The Land Market Development component of the project will support: (i) the development of a strategy, action plan and guidelines for the pilot phase of a land registration program; (ii) pilot registration in selected locations to test and adapt policies and guidelines; and (iii) the design and implementation of a system for monitoring land registration and measuring its economic impact. 

The NAPR intends to hire 1 (one) qualified Web Developer under the Land Market Development Component of the ILMDP Project. 

Scope of Work and Responsibilities:

The Web Developer will:

** Write well-designed, testable, effective programming language code by using best software development practices;
** Create web models of web prototypes including physical, interface, logical or data models;
** Integrate data from various back-end services and databases;
** Apply good technical practices such as re-factoring, continuous integration & test automation;
** Provide diagnostic support and bug fixing for software applications;
** Documenting programming language code so other developers can understand and contribute to it;
** Ability to work on multiple projects/tasks, prioritizing and organizing tasks to maximize productivity and deliver high-quality work on time;
** Optimize web portal for enhanced search engine experience;
** Provide tools for effective data analytics, including most-visited web portal functions and sub-pages;
** Elaborate recommendations for system improvement and increase of program`s effectiveness;

Reporting

The developer will report to the Project Component Manager, under direct supervision of IT Business Analyst.

Duration

The assignment of the Consultant is a part-time assignment. The Consultant will be appointed for a period of 6 months with 1 month probation period. 

Qualifications

Web Developer shall have the following qualifications and experience:

** A minimum of two years of experience working on IT projects as web developer;
** Strong understanding of UI, cross-browser compatibility, general web functions and standards;
** Strong expertise and hands-on experience with Web Applications and programming languages such as HTML, CSS, JavaScript, JQuery;
** Good knowledge of PHP & MySQL;
** Knowledge of Zend Framework, Symfony or Laravel 5;
** Good knowledge of RESTful web services;
** Good knowledge of Git version control;
** Working experience with OpenLayers Framework will be an asset;

Required Additional Skills:

** Excellent communication skills;
** Problem-solving aptitude;
** Ability to quickly acquire proficiency in use of software applications.

The attention of interested Consultants is drawn to paragraph 1.9 of the World Bank`s Guidelines: Selection and Employment of Consultants under IBRD Loans and IDA Credits & Grants by World Bank Borrowers, January 2011, revised July 2014 ("Consultant Guidelines"), setting forth the World Bank`s policy on conflict of interest.

A Consultant will be selected in accordance with the Individual Consultant (IC) method set out in the Consultant`s Guidelines.

Interested persons can send us their CVs to the email address lmd@napr.gov.ge and indicate the position title in the subject line, otherwise your CV will not be considered.

http://jobs.ge/eng/179366/