ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს Blokchain ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება გააცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინტერნეტმმართველობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო ფორუმში  „EuroDIG 2018-ში“ მიიღო მონაწილეობა. Blockchain-ის თემაზე მიძღვნილ სესიაზე საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა Blockchain ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში დანერგვის შესახებ ისაუბრა და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. 

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017  წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს და  დღეის მონაცემებით მილიონ სამასი ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი ბლოკჩეინ ბაზაში. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია,“-აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა.

EuroDIG 2018-ის რიგით მე-11 ფორუმი, თემით „ჩვენი ციფრული მომავლის ინოვაციური სტრატეგიები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით თბილისში  გაიმართა. ღონისძიებაში  სამთავრობო, ასევე კერძო, ბიზნეს და აკადემიური სფეროს, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რიგით მე-11 ფორუმის მიზანი თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იყო. EuroDIG ციფრული გარემოს საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.