ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ

საქართველო

ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (ILMDP_ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი

პროექტი # P133828

დავალება: საბაზისო კვლევის განხორციელება პროექტის ოთხ საპილოტო არეალზე - ვედიდიკარი, შუახევი, კარალეთი და ზარიძეები

საიდენტიფიკაციო ნომერი: LMDC/CS/CQS/03-3 

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის კრედიტი შერჩეულ ფართობებზე ირიგაციის და დრენაჟის მომსახურების გაუმჯობესების და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისთვის სათანადო სტრატეგიის და პროცედურების შემუშავების მიზნით. წინამდებარე მოწვევაში გამოცხადებული საკონსულტაციო მომსახურება გათვალისწინებულია „მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტისთვის“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იწვევს სოციალური და მარკეტინგული კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ოთხ საპილოტო არალზე: ვედიდკარში, შუახევში, კარალეთსა და ზარიძეებში „საბაზისო კვლევის ჩასატარებლად შემდეგი ინდიკატორების შესახებ მონაცემების შეგროვება-ანალიზის მიზნით: 

  • მიწის საკუთრება და სარგებლობა;
  • საკუთრების უფლების აღქმა;
  • მიწისთან დაკავშირებული ტრანზაქციები – ყიდვა/გაყიდვა, იჯარა და სხვა;
  • სოფლის მეურნეობაში, ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ინვესტიციები;
  • მოსახლეობის ნდობა იმ სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომლებიც მიწის მართვის საკითხებზე მუშაობენ;
  • მოსახლეობის ინფორმირება მიწის რეგისტრაციის რეფორმისა და მისი მნიშვნელობის თაობაზე. 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია ზემოაღნიშნული მომსახურების გასაწევად. ინტერესთა გამოხატვაში წარმოდგენილი უნდა იყოს კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია, შესაბამისი გამოცდილება, განსაკუთრებით, საქართველოს სოფლებში კვლევების ჩატარების კუთხით, ასევე კომპანიის ძირითადი თანამშრომლები. დანართში მოცემული უნდა იყოს კომპანიის იმ თანამშრომლების მოკლე პირადი მონაცემები (CV), რომლებიც ჩართულნი იქნებიან საბაზისო კვლევის განხორციელების პროცესში. 

დაინტერესებულმა კონსულტანტმა კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ მსოფლიო ბანკის 2011 წლის „მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ კონსულტანტების შერჩევის და დაქირავების (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების და გრანტების ფარგლებში) სახელმძღვანელო პრინციპების“ („კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“) 1.9 პარაგრაფი, რომლითაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია ამ კონკრეტულ დავალებასთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ: კონტრაქტში მითითებული ანაზღაურების გარდა, კონსულტანტმა არ უნდა მიიღოს ამ დავალებასთან დაკავშირებული რაიმე ანაზღაურება. კონსულტანტმა კომპანიამ და მისმა ფილიალებმა არ უნდა განახორციელონ საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთის ინტერესებს. ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს დებულებები, რომელიც შეზღუდავს მომავალში კონსულტანტის მონაწილეობას იმ მომსახურების განხორციელებაში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ მომსახურებასთან „კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპების“ 1.9 და 1.0 პარაგრაფების მოთხოვნების შესაბამისად. 

კონსულტანტებს შეუძლიათ სხვა კომპანიებთან გაერთიანება ერთობლივი საწარმოების შექმნის ან ქვეიჯარის ფორმით. გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები ასოცირების ფორმა არის ქვეიჯარა ან ერთობლივი საწარმო და წარმოდგენილ განაცხადში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული გაერთიანების ფორმა. კომპანიის გამოცდილების შეფასებისას, ქვემოიჯარეების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული. 

გამოცხადებული დავალების მსგავს პროექტების შესრულების გამოცდილება ფორმა #1-ში უნდა იყოს წარმოდგენილი. ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:>>>

ინტერესთა გამოხატვა (განაცხადი) არ უნდა აღემატებოდეს 25 გვერდს. ბროშურები კომპანიის შესახებ ინფორმაციის სახით დანართად შეიძლება იქნეს წარმოდგენილი. 

კონსულტანტი შერჩეული იქნება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რომელიც „კონსულტანტის სახელმძღვანელო პრინციპებშია“ წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე 09:00 საათიდან 17:00 საათამდე. 

ინტერესთა გამოხატვა უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: lmd@napr.gov.ge და თემის ველში მითითებული უნდა იყოს „Baseline Survey Consultancy”. თუ ინტერესთა გამოხატვის გამოგზავნიდან ერთ დღეში არ მიიღებთ თქვენი გზავნილის მიღების დამადასტურებელ ელ-წერილს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. 

ინტერესთა გამოხატვის წარდგენის საბოლოო ვადაა: 2018 წლის 18 ივნისი, 17:00 საათი. 

საკონტაქტო პირი: გურანდა მაჩაიძე

ტელეფონი: +995 599 22 99 06

ელ-ფოსტა: gmachaidze@gmail.com

 

REQUEST FOR EXPRESSIONS OF INTEREST  

Georgia

Irrigation and Land Market Development Project (ILMDP) – Land Market Development Component

Project No. P133828

Assignment Title: Implementation of the baseline survey in four project areas - Vedidkari, Shuakhevi, Karaleti and Zaridzeebi

Reference No. LMDC/CS/CQS/03-3  

Georgia has received a credit from the World Bank (WB) in order to improve the delivery of irrigation and drainage services in selected areas and develop improved policies and procedures as a basis for national program of land registration. The advertised consultancy is for the provision of services for the second, Land Market Development Component that finances the implementation of the pilot project on systematic land registration. 

The project, and more specifically the National Agency for Public Registry (NAPR), is currently seeking the services of social and market research agencies to implement the baseline survey in four pilot areas – Vedidkari, Shuakhevi, Karaleti and Zaridzeebi, to collect and analyse data on such indicators as:

  • Land ownership;
  • Perception of tenure security;
  • Land transactions – sale/purchase, leases, mortgages, etc.
  • Land use;
  • Investments in agriculture, soil quality improvements;
  • Trust of population in the state institutions working on land administration issues;
  • Awareness of population on land registration reform and its importance, etc. 

Interested companies shall provide information demonstrating that they have the necessary experience to perform the aforesaid services. Expression of interest should cover profile of the firm, relevant experience, especially with regards to conducting surveys in rural areas of Georgia, and key personnel. The attachment should include brief CVs of the personnel, who are proposed for the assignment to confirm they have relevant qualification and experience.

 The attention of interested Consultants is drawn to paragraph 1.9 of the World Bank’s Guidelines: Selection and Employment of Consultants [under IBRD Loans and IDA Credits & Grants] by World Bank Borrowers, January 2011 (“Consultant Guidelines”), setting forth the World Bank’s policy on conflict of interest. In addition, please refer to the following specific information on conflict of interest related to this assignment: The consultant shall not receive any remuneration in connection with the assignment except as provided in the contract. The consultant and its affiliates shall not engage in consulting or other activities that conflict with the interest of the client under the contract. The contract shall include provisions limiting future engagement of the consultant for other services resulting from or directly related to the firm’s consulting services in accordance with the requirements of paragraphs 1.9 and 1.10 of the Guidelines. 

Consultants may associate with other firms in the form of a joint venture or a sub-consultancy to enhance their qualifications. Please note that a form of association acceptable for the World Bank is either sub-consultancy or Joint-Venture and submission must clearly indicate the nature of the association. The experience of sub-consultants will not be taken into account while evaluating the corporate experience of the company. Experience in the projects relevant to the assignment should be submitted in the Form N1 which can be downloaded from the following link:

http://napr.gov.ge/source/Sistemurireg/FORM-N1_specific%20experience.doc 

The consultants are strongly advised to limit their Expression of Interest to 25 pages. Company brochures may be included as an Annex, and will not be affected by the limit of 25 pages.  

A Consultant will be selected in accordance with the Consultant’s Qualification Selection method set out in the Consultant’s Guidelines. 

Further information can be obtained at the address below during office hours from 09:00 to 17:00. 

Expressions of interest must be delivered by email to the following address, indicating “Baseline Survey Consultancy” in the subject line: lmd@napr.gov.ge. If you do not receive the email confirming the receipt of your application within a day, please contact the agency at the below indicated phone number. The deadline for applications is June 18, 2018, 17:00 hours. 

Contact Person: Guranda Machaidze;

Tel: +995 599 22 99 06

Email: gmachaidze@gmail.com