ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი: „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“

განმახორციელებელი: ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანო (STATENS KARTVERK)

(იანვარი, 2018 წ. - დეკემბერი, 2019 წ).

პროექტის მიზანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უახლესი რუკების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს საკუთრების რეგისტრაციას და მათი სხვადასხვა  მიზნით გამოყენებას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ. ზემოაღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, სიღარიბის შემცირებასა და ელექტრონულ მმართველობას.

პროექტის ბიუჯეტი: 25 550 000 ნორვეგიული კრონი (NOK)

პროექტის საქმიანობა:

  • ვექტორული რუკებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების, ასევე, რუკის მონაცემთა ბაზების სპეციფიკაციების მომზადება;
  • საქართველოს ურბანული და სასოფლო არეალებისთვის  (დაახლ. 40000 კვ.კმ.) ციფრული, ვექტორული რუკების შექმნა და მათი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდება;

  • გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რუკების გამოყენების კუთხით შიდა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ტრენინგისა და საზოგადოების ინფორმირების კამპანიების ჩატარება მომხმარებლებისა და დაინტერესებული პირებისათვის როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში, ნორვეგიის მიერ დაფინანსებული პროექტების პარტნიორებთან ერთად.