Phone
consultation hotline
დასაქმების პროგრამა

საჯარო რეესტრის სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება  სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შეხედულებების ნგრევას.  ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს წარმოადგენენ ყოფილი პატიმრები, რომლებისთვის  საზოგადოებაში ინტეგრაცია  ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, 2012 წლიდან  ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროექტი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გათავისუფლებულ პირებს ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში დახმარება შესთავაზა და შანსი მისცა, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ. საჯარო რეესტრის სააგენტომ გადაწყვიტა, ამ პროგრამის განხორციელებაში საკუთარი  წვლილი შეეტანა.  

სააგენტომ „ჩვენ ვზრუნავთ“ პროექტის ფარგლებში  რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ის ბენეფიციარებიც დაასაქმა, რომლებიც  სკანირების ცენტრში საარქივო მასალებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ, რაც მათთვის უდიდესი სტიმული იყო საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში.