ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილს N165984 გადაწყვეტილების საფუძველზე სოფელ არხილოსკალოს N070, N071 და N090 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგებში შევიდა ცვლილება

კერძოდ, N070 სარეგისტრაციო ბლოკის N013, N014, N027, ასევე N071 სარეგისტრაციო ბლოკის N002 და N003 ნაკვეთებზე განხორციელდა ფართის ცვლილება; ხოლო N090 სარეგისტრაციო ბლოკის ნაკვეთი N012 ნაკვეთი დაიყო ორ ნაკვეთად, ამასთანავე შეიცვალა დაინტერესებული პირი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილს N166115 გადაწყვეტილების საფუძველზე სოფელ არხილოსკალოს N034 და სოფელ არბოშიკის N009 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგებში შევიდა ცვლილება, კერძოდ, არხილოსკალოს N034 ბლოკი N007/041 ნაკვეთებზე შეიცვალა დაინტერესებული პირი, ხოლო არბოშიკის N009 ბლოკის N015 ნაკვეთზე შეიცვალა დაინტერესებული პირი და  დაემატა ნაკვეთი N018.

2018 წლის 14 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ არხილოსკალოს N070, N071 და N090 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 23 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • სოფელი არხილოსკალო, საზოგადოებრივი ცენტრი
  • სოფელი არხილოსკალო, ყოფილი გამგეობის შენობა
  • სოფელი არბოშიკი, გამგეობის შენობა

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405