Phone
consultation hotline
სოციალური პროექტები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული უწყებისთვის,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. სააგენტო მუდმივად ცდილობს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანას. მით უმეტეს, რომ რეესტრის თანამშრომლები ყოველთვის გამოხატავენ სურვილს და მზადყოფნას მსგავს პროექტებში ჩასართავად. მათ საკუთარი ხელფასიდან არაერთი საქველმოქმედო აქცია დააფინანსეს.

სააგენტოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები  სხვადასხვა მიმართულებებითაა გამოხატული და მათ სისტემატური ხასიათი აქვთ. უწყების მთავარი პრიორიტეტი თანაბარი შესაძლებლობებისა და არადისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფა, ქველმოქმედება და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. 

დღეს  ეს წარმატებული პროექტები მთლიანად სააგენტოს ათწლიანი ეფექტური მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

საჯარო რეესტრის  ხელმძღვანელობამ  სოციალური პროეტებისთვის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება შეარჩია და ყველა მათგანი ერთი სლოგანის ქვეშ - „ჩვენ ვზრუნავთ“  გააერთიანა. ამ პრიორიტებების შესაბამისად, სხვადასხვა პროექტებს სააგენტო რეგულარულად ახორციელებს.  

შესაძლებლობები შეუზღუდავია - შშმ პირების დასაქმების პროგრამა  დასაქმების პროექტი მძიმედდაავადებულ  და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა  მხარდაჭერა 
სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად   ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა გარემოსდაცვითი პროექტები
გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე  ვეხმარებით სოფელს 

რეესტრელი „მოხეტიალე წიგნები“ 

      გაიღე სისხლი
გადაარჩინე სიცოცხლე

 საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ

თბილისი მარათონი

   
სტიქიით დაზარალებულთა დახმარება  გენდერი და საკუთრება  თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის
   
დიმიტრი ცინცაძის ფონდი