ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კანცელარიის (განყოფილების) უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

სანათა ქავთარაძე

სანათა ქავთარაძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კანცელარიის (განყოფილების) უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის 23 იანვრიდან  მუშაობს. პარარელურად, 2017 წლის აპრილიდან ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერის თანამდებობას იკავებს.

2007 წლის მარტიდან-სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

სანათა ქავთარაძემ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა  და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, მას მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი,მათ შორისაა ზოგადი მენეჯმენტის, აკადემიური წერის, სანივთო და ვალდებულებითი სამართლის, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაიარა საჯარო სამსახურის ბიუროს, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული კვალიფიკაციისამაღლების კურსები ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.