Phone
consultation hotline
რეიტინგები და მიღწევები

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულმა  რეფორმებმა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვამ, პროცედურების გამარტივებამ, მომსახურების ვადების შემცირებამ, ელექტრონულ  მმართველობაზე  გადასვლამ და ახლებურმა მიდგომამ  ქვეყანას საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვანი წინსვლა მოუტანა, სააგენტო კი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევა „ბიზნესის წარმოება“ (Doing Business )

Doing Business მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 189 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. მათ შორისაა: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვების აღება, ელექტროენერგიის მიღება, საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორთა დაცვა, გადასახადები, საერთაშორისო ვაჭრობა, კომერციული დავების მოგვარება და გაკოტრების პროცედურები. ამ კრიტერიუმებით მიღებული  შეფასება კი ქვეყნის ჯამურ რეიტინგს განსაზღვრავს.

 

ქონების რეგისტრაციის მიხედვით საქართველო მსოფლიოში კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა

2006 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეიტინგში ქვეყნის პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდება. 

2015 წლამდე Doing Bussiness-ის რეიტინგი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით მხოლოდ სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობის, რეგისტრაციისთვის საჭირო დროისა და საფასურის მიხედვით განისაზღვრებოდა, რაც ფრონტ-ოფისების საქმიანობის შეფასებას ემყარებოდა. ამ კრიტერიუმებით საქართველოს ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად პირველ ადგილს ინარჩუნებდა >>>  

 

ყველაზე ხელსაყრელი პირობები ბიზნესის დასაწყებად - ამ კრიტერიუმით Doing Business -ის რეიტინგში საქართველო 2016 წელს მსოფლიო ქვეყნების ტოპ ათეულშია. "Doing Business 2016"-ის ანგარიშის მიხედვით ამ რეიტინგში საქართველომ  წელს   მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა და ხარჯებს უკავშირდება.

საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი >>>

 

კონკურსები IT ტექნოლოგიების მიმართულებით

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეფექტური მუშაობა IT ტექნოლოგიების მიმართულებით უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ჯილდოთი დასტურდება. ამ გამარჯვებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააგენტო განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა.

 

ჯილდო სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული უწყებისთვის,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. სააგენტო მუდმივად ცდილობს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანას. სააგენტოს, სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის  რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული.

 სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად

„საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე  ფონდის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სპეციალური ჯილდო იუსტიციის სამინისტრომ მიიღო; ხოლო საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის, ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს გადაეცა.

 

ჯილდო „ყველაზე ორგანიზებული და მოტივირებული უწყება“

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - “ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა

 

ჯილდო "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში"

მასშტაბური სპორტული რბენის პრიზი "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში" - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. წელს საქველმოქმედო ღონისძიებას სააგენტო მსოფლიოში  ყველაზე მეტი მონაწილით შეუერთდა. მარათონში 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც 35 ქვეყნის 2612  გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.