ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სამისამართო სამსახურის უფროსი

ნინო ბახია

ნინო ბახია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის 2 ივლისიდან დაინიშნა. 2017 წლის 2 ნოემბრიდან სამისამართო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

2004-2008 წლებში ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა: 2005-2006 წლებში სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობდა; შემდეგ, რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში - ასისტენტად.

ნინო ბახიამ 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ სამართალმცოდნეობა; 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2007 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეფო ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით _ მიწის მართვა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსები: «საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში» (ესტონეთის დიპლომატიის სკოლა, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი), «საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა» (განათლების ამერიკული საბჭოები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი),  «ეფექტური მომსახურება»  (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო  ცენტრი), «სტრატეგიული დაგეგმვა» (ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი), «პროექტის მართვა» (სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრი). მათ შორის გავლილი აქვს სტაჟირების პროგრამა უძრავი ქონების მართვის სფეროში (Alter Consulting Group, USA), ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ( საქართველოს პარლამენტი) . 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ყავს მეუღლე და ორი შვილი.