ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
დასრულდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის სარეგისტრაციო ბლოკების საჯარო გაცნობა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში 6 იანვარს დასრულდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის სარეგისტრაციო ბლოკების საჯარო გაცნობა. პროექტის ფარგლებში აიზომა 3858 მიწის ნაკვეთი, რომლებიც 225 სარეგისტრაციო ბლოკში არის განთავსებული. 

პროექტი ჯიმითსა და მზისგულში 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო სარეგისტრაციო პროცესი მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. 

საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარეობს. პროექტის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.