2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ ჯიმითის მიწების # 73, 77, 80, 82, 87 და სოფელ მზისგულის # 28, 40, 62 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2018 წლის 3 იანვრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
- სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
- სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
- იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
- საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405