Phone
consultation hotline
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები ჯიმითსა და მზისგულში დასრულდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში აზომილია ყველა მიწის ნაკვეთი. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს სარეგისტრაციო ბლოკებში შემავალი მიწის ნაკვეთების საჯარო გაცნობის პროცედურები და დაწყებულია მიწის რეგისტრაცია. 

საპილოტო პროექტი 4 დეკემბრიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - არხილოსკალოსა და არბოშიკში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და სამართლებრივი ანალიზი, ხოლო სარეგისტრაციო პროცედურები 2018 წლის დასაწყისში განხორციელდება. 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია საპილოტო არეალებზე მოსახლეობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად და ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად.